გრიგოლ გეგელია - ჯო უილსონს ვუთხარი, რომ ქართველი ხალხი გაღმერთებს, რითიც ძალიან ბედნიერი იყო
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლები ამერიკელ კონგრესმენს, ჯო უილსონს შეხვდნენ.
როგორც გეგელიამ აღნიშნა, უილსონთან გამორჩეულად საინტერესო შეხვედრა გაიმართა.
„ჯო უილსონთან გვქონდა გამორჩეულად საინტერესო შეხვედრა. მას როდესაც მივესალმე, პირველი სიტყვები იყო გულითადი მადლობა ქართველი ხალხის სახელით. ისინი თქვენ გაღმერთებენ, ზუსტად ეს ვუთხარი, რითიც ძალიან ბედნიერი იყო. თქვა, რომ პირიქით, მისთვის არის პატივი, ბედნიერება, იყოს ქართველი ხალხის სამსახურში, რადგან ქართველი ხალხი იცავს თავისუფლებას, საკუთარ სახელმწიფოს, საკუთარ სამშობლოს“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.