გრიგოლ გეგელია - ირაკლი ღარიბაშვილსა და ვახტანგ გომელაურს მმართველობის სადავეებთან ყოფნის არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება არ აქვთ
გრიგოლ გეგელია - ირაკლი ღარიბაშვილსა და ვახტანგ გომელაურს მმართველობის სადავეებთან ყოფნის არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება არ აქვთ

ირაკლი ღარიბაშვილსა და ვახტანგ გომელაურს მმართველობის სადავეებთან ყოფნის არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება არ აქვთ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, სადაც მთავრობის გადადგომის მოთხოვნით მედიის ორგანიზებით პარლამენტთან მიმდინარე აქციაში იღებს მონაწილეობას.

მისი თქმით, სწორედ შს მინისტრისა და მთავრობის მეთაურის გადადგომის მოთხოვნით იმყოფება აქციაზე.

„ჩვენი მოთხოვნა არის უცვლელი – გადადგეს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, გადადგეს შს მინისტრი. მათ არანაირი მორალური ან სამართლებრივი უფლება არ აქვთ მმართველობის სადავეებთან ყოფნის. არანაირი უფლება არ აქვთ, წარმოადგენდნენ ქართული ხელისუფლების ქვეყნის სადავეებს. მათ უნდა აგონ პასუხი, როგორც სამართლებრივად, ასევე მორალურად.

ჩვენ ვემხრობით გარდამავალ მთავრობას და ვიბრძვით, რომ საქართველომ ცივილიზებულ გარემოში ჩაატაროს არჩევნები.

ქართული ისტორია დღეს იბრძვის ცივილიზაციის გადარჩენისთვის. დღეს ჩვენ ვიბრძვით, რომ ქართული ცივილიზაცია გადარჩეს და ვიბრძვით იმისთვის, თუ რა იქნება საქართველო ხვალ“, – განაცხადა გეგელიამ.