გრიგოლ გეგელია - ძალიან დიდი იმედით ველით, რომ კრიზისი გადაიჭრება და შარლ მიშელის ვიზიტი ამაში მნიშვნელოვან როლს შეიტანს
გრიგოლ გეგელია - ძალიან დიდი იმედით ველით, რომ კრიზისი გადაიჭრება და შარლ მიშელის ვიზიტი ამაში მნიშვნელოვან როლს შეიტანს

შარლ მიშელის ვიზიტი ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვან დროს, ყველაზე სტრატეგიულ მომენტში, როდესაც წყდება საქართველო შეინარჩუნებს თუ არა დემოკრატიულ ხასიათს და როგორი იქნება საქართველოს საერთაშორისო იმიჯი, საშინაო სტაბილურობა და როლი ამ ძალიან რთულ მომენტში მთელი რეგიონისათვის, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

„მიშელის ვიზიტი უნდა აღვიქვათ დემოკრატიის გადარჩენისა და „ქართული ოცნებისაგან“ დახსნის მისიად. ჩვენ ძალიან დიდი იმედით ველით, რომ ეს კრიზისი გადაიჭრება და ეს ვიზიტი ამაში შეიტანს მნიშვნელოვან როლს. დარწმუნებული ვართ, რომ იქნება ძალიან მკვეთრი და მკაფიო საუბარი იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ეს კრიზისი. დარწუნებული ვართ, რომ ბატონი მიშელი ნათლად გააღჟერებს ჩვენი დასავლელი პარტნიორის და მეგობრის პოლიტიკურ ვნებას, რომელიც არის ის, რომ უნდა შეწყდეს პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება და ქართული დემოკრატია უნდა გათავისუფლდეს ამ ფსევდოდემოკრატიული წნეხისგან, დაინიშნოს ახალი რიგგარეშე არჩევნები, რათა გადავტვირთოთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემა“, – განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს დღეს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, მიშელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.

შარლ მიშელი ასევე შეხვდება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

გარდა ამისა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გაემგზავრება საოკუპაციო ხაზთან, რათა პირადად გაეცნოს ადგილზე არსებულ ვითარებას.