გრიგოლ ჩაბრაძის უნიკალური ჰეთ თრიკი - ბათუმის „დინამომ“ „ლიეპაია“ დაამარცხა #1TVSPORT
გრიგოლ ჩაბრაძის უნიკალური ჰეთ თრიკი - ბათუმის „დინამომ“ „ლიეპაია“ დაამარცხა #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე მორიგი მატჩი „ლიეპაიასთან“ გამართა და გოგა ჩაბრაძის თავისებური ჰეთ თრიკით დიდი ანგარიშით მოიგო – 3:0.

ბათუმელებს საკონტროლო მატჩი დანიურ „ნესტვედ ბოლდკლუბთან“ უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ ეს შეხვედრა, გუნდების შეთანხმებით, გაუქმდა და საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ლატვიურ „ლიეპაიას“ დაუპირისპირდა, რომელსაც თამაზ პერტია წვრთნის.

მოედანზე გამორჩეული საქართველოს ნაკრების მცველი გრიგოლ ჩაბრაძე იყო, რომელმაც ანგარიშზე სამი საგოლე პასი ჩაიწერა და ერთგვარი ჰეთ თრიკი შეასრულა. ბათუმელებმა დასაწყისშივე სწრაფი შეტევა განახორციელეს და მე-2 წუთზე ანგარიში ირაკლი ბიძინაშვილმა ჩაბრაძის პასით გახსნა. 30-ე წუთზე ბათუმელთა მარჯვენა მცველმა ზუსტი პასით პაატა ღუდუშაური გაიყვანა ხელსაყრელ პოზიციაზე, რომლის დარტყმული ბურთიც მეკარემ ვერ მოიგერია.

ბათუმის „დინამომ“ მეორე ტაიმში კიდევ ერთი გოლი გაიტანა და ისევ ჩაბრაძის აქტიურობით – 76-ე წუთზე დინამოელთა მცველმალიეპაიას“ საჯარიმოში ბოლომდე იბრძოლა, ლატვიელ მეტოქეს ბურთი აართვა და ცარიელი კარის წინ გიორგი ზარიას გადააწოდა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0.

ბათუმის „დინამო“ მოსამზადებელი ეტაპზე კიდევ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს: 13 თებერვალს ტაშკენტის „ფახთაქორს“ ეთამაშება, ხოლო შეკრებას 16 თებერვალს ყაზახურ „აკსუსთან“ მატჩით დაასრულებს.

ამხანაგური მატჩი

დინამო“ (ბთ) – „ლიეპაია“ 3:0

1:0 ბიძინაშვილი (2. ჩაბრაძის პასით), 2:0 ღუდუშაური (30. ჩაბრაძის პასით), 3:0 ძარია (76. ჩაბრაძის პასით)

„დინამო“ (ბთ): ჩიჩკანი, ჩაბრაძე, კობახიძე, ქაფიანიძე, ბაგრატიონი, ლიტვინენკო, ალთუნაშვილი, ბიძინაშვლი, ღუდუშაური, კაპანაძე, ფლამარიონი.

სათადარიგოები: ხარატიშვილი, რეხვიაშვილი, ხარებავა, მამუჩაშვილი, ვიდაკოვიჩი, ზარია, კვერნაძე, ვაწაძე, კონატე.