გრიგოლ ჩაბრაძე - იმედია, ოქტომბრის ბოლოს გუნდთან ერთად ვივარჯიშებ #1TVSPORT
გორის „დილას“ მცველმა გრიგოლ ჩაბრაძემ კომენტარი გააკეთა ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის შესახებ – გამოცდილი მცველი 31 ივლისს „რიგასთან“ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო შეხვედრაში დაშავდა და მას შემდეგ არ უთამაშია.
„რეაბილიტაციის პროცესი დადებითად მიმდინარეობს, დღითიდღე თავს უკეთ ვგძნობ, ვცდილობ, მალე დავუბრუნდე შესაბამის კონდინციებს და გუნდს დავეხმარო. ყოველდღიურად ვვარჯიშობ და პარალელურად, სამედიცინო სტაფთან ერთად, შესაბამის სამედიცინო პროცედურებს ვიტარებ, რათა რაც შეიძლება მალე დავიწყო თამაში.
ტრავმის მიღებიდან ორი თვე გავიდა, ყველაზე რთული პერიოდი უკვე გადალახულია და ვიმედოვნებ, რომ ოქტომბრის ბოლოს გუნდთან ერთად ვარჯიშს შევძლებ“, – ამბობს ჩაბრაძე.