გრეტა ტუნბერგმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მედია კლიმატური პრობლემების იგნორირებაში დაადანაშაულა
გრეტა ტუნბერგმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მედია კლიმატური პრობლემების იგნორირებაში დაადანაშაულა

შვედმა ეკოაქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას მედია კლიმატური პრობლემების იგნორირებაში დაადანაშაულა. ეს განცხადება გრეტა ტუნბერგმა შვეიცარიის საკურორტო ქალაქში მიმდინარე ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე გააკეთა, რომელსაც ახალგაზრდა ლიდერები ესწრებოდნენ.

„ხალხი იხოცება კლიმატის ცვლილების გამო. მეცნიერების ამოცანაა, კლიმატის ცვლილებები აგვაცილონ თავიდან. გასული ზაფხულიდან ვსაუბრობ ამ თემაზე და ვიმეორებ საგანგაშო ციფრებს. მაგრამ, მართალი გითხრათ, არ მინახავს მედიასაშუალება ან ძალაუფლების მქონე პირი, ვინც ამაზე საუბრობს. მე ვიცი, რომ თქვენ არ გსურთ ამის მოსმენა და ამაზე საუბარი, მაგრამ მე არ გავჩერდები, ვიდრე თქვენ ამას არ გააკეთებთ“, – განაცხადა გრეტა ტუნბერგმა.