გრენლანდიის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმეტესობა ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ მოიპოვა
გრენლანდიის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმეტესობა ოპოზიციურმა „დემოკრატიულმა პარტიამ“ (Demokraatit) მოიპოვა, მას 29.9%-იანი მხარდაჭერა აქვს. 2021 წლის შემდეგ პარტიის მხარდაჭერა 9.1%-ით არის გაზრდილი, პარტია გრენლანდიის დანიისგან ნელი ტემპით გამოყოფას ემხრობა. მეორე ადგილი 24.5%-ით დაიკავა ოპოზიციურმა პარტიამ, „ნალერაქმა“, რომელიც გრენლანდიის სწრაფ დამოუკიდებლობას ემხრობა.
„ხალხს სურს ცვლილებები. ჩვენ გვსურს მეტი ბიზნესი, ფინანსები და კეთილდღეობა. ჩვენ არ გვინდა დამოუკიდებლობა ხვალვე, ჩვენ გვინდა კარგი საფუძველი“, – განაცხადა „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა იენს-ფრედერიკ ნიელსენმა.
მმართველი პარტიის, Inuit Ataqatigiit-სა და პარტია Siumut-ის კოალიციამ, ერთობლივად, ხმათა 36% მიიღო.
„ჩვენ ვცემთ პატივს არჩევნების შედეგებს“, – დაწერა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მუტე ეგედემ სოციალურ ქსელში და აღნიშნა, რომ განიხილავს კოალიციის შექმნის თაობაზე ნებისმიერ წინადადებას.
საპარლამენტო არჩევნები გრენლანდიაში 11 მარტს ჩატარდა.
არჩევნებში ხუთი პარტია მონაწილეობდა.