გრენლანდიის პარლამენტმა უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა

00:54, 04.11.2026

გრენლანდიის პარლამენტმა უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში აშშ-ის, დანიისა და გრენლანდიის წარმომადგენლებს შორის გაფორმდა.

შეთანხმებას მხარი 16-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო შვიდმა თავი შეიკავა. შეთანხმების რატიფიცირების წინააღმდეგ ხმა არცერთმა დეპუტატმა არ მისცა.

გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუტე ეგედემ შეთანხმების რატიფიცირებას კუნძულისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა. მისი თქმით, მსოფლიოში მშვიდობა და სტაბილურობა დღეს თავისთავად გარანტირებული აღარ არის.

შეთანხმების რატიფიცირების საკითხი დანიის პარლამენტმაც უნდა განიხილოს. დოკუმენტის პირველი მოსმენა 11 ნოემბერს არის დაგეგმილი, მეორე მოსმენა და კენჭისყრა კი 19 ნოემბერს გაიმართება.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის სექტემბერში აშშ-მა, დანიამ და გრენლანდიამ უსაფრთხოების სფეროში შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმება გრენლანდიაში აშშ-ის სამხედრო ყოფნის გაფართოებას ითვალისწინებს.

მსგავსი