„გრემის“ საიუბილეო დაჯილდოება ნიუ იორკში - შოუს ტრიუმფატორი ბრუნო მარსი გახდა
„გრემის“ საიუბილეო დაჯილდოება ნიუ იორკში - შოუს ტრიუმფატორი ბრუნო მარსი გახდა

„გრემის“ რიგით მე-60 საიუბილეო დაჯილდოება ნიუ იორკში, სპორტული კომპლექსის Madison Square Garden-ის სცენაზე გაიმართა.

შოუ სხვადასხვა მუსიკალური პერფორმანსით იყო გაფორმებული.

თუკი აქამდე პრემიის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი რეპერი ჯეი ზი იყო, საღამოს ტრიუმფატორები ბრუნო მარსი და კენდრიკ ლამარი გახდნენ, ჯეი ზი კი პრიზის გარეშე დარჩა.

ბრუნო მარსმა ექვს ნომინაციაში გაიმარჯვა მათ შორის – წლის ალბომი, წლის ჩანაწერი, წლის სიმღერა.

წლის საუკეთესო მუსიკალური ალბომი – 24K Magic – ბრუნო მარსი
წლის საუკეთესო სიმღერა – That’s What I Like – ბრუნო მარსი
საუკეთესო- R&B ალბომი – ბრუნო მარსი
საუკეთესო R&B პერფორმანსი – ბრუნო მარსი

სხვა გამარჯვებულები კი ასე გადანაწილდნენ

საუკეთესო ახალი არტისტი – ალესია კარა

საუკეთესო სოლო გამოსვლა – ედ შირანი Shape of you

საუკეთესო პოპ-ალბომი – ედი შირანი

საუკეთესო როკ-გამოსვლა – ლეონარდ კოენი, You Want It Darker

საუკეთესო რეპ გამოსვლა – კენდრიკ ლამარი

საუკეთესო რეპ ალბომი – კენდრიკ ლამარი- DAMN

საუკეთესო ლათინური პოპ ალბომი – შაკირა -El Dorado.