გრეგორ თაუნსენდმა „შემოდგომის ერთა თასისთვის“ შოტლანდიის შემადგენლობა დაასახელა
გრეგორ თაუნსენდმა „შემოდგომის ერთა თასისთვის“ შოტლანდიის შემადგენლობა დაასახელა

შოტლანდიის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრეგორ თაუნსენდმა „შემოდგომის ერთა თასისთვის“ (რვა ერი) და მანამდე გასამართი ტესტ მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა და მასში გუნდიდან აქამდე მოკვეთილი მგეზავი – ფინ რასელიც შეიყვანა. რასელი პარიზულ „რასინგში“ ასპარეზობს და გუნდთან ერთად ჩემპიონთა თასის ფინალში ითამაშებს, სადაც „ექსეტერ ჩიფსს“ შეხვდება. იგი ევროპის წლის საუკეთესო მორაგბის ტიტულზეა წარდგენილი. 40 კაციან განაცხადში (23 მორკინალი, 17 უკანახაზელი) სამი დებიუტანტია – „გლაზგო ვორიორსის“ ბურჯი ოლი კებლი, „ედინბურგის“ გარემარბი დუჰან ვან დერ მერვე და „ჰარლექვინსის“ ცხრა ნომერი – სკოტ სტილი.

23 მორკინალიდან შვიდი 2020 წლის „ექვს ერში“ მონაწილეობას არ იღებდა. მათ შორის არიან გუნდის ლიდერები რიჩი გრეი („ვორიორსი“) და ბლეიდ ტომსონი („სკარლეტსი“). უკანახაზს დაუბრუნდება ჯეიმს ლანგი, რომელსაც ნაკრებში 2018 წლის საფხულის შემდეგ არ უთამაშია. „ნარშავებს“ ნიკ გრიგი („ვორიორსი“) და დამიენ ჰოილანდიც („ედინბურგი“) დაეხმარებიან. დანქან ტეილორი, რორი ჰაჩინსონი, კაილ შტეინი, ბაირონ მაკგუიგანი, ალექს კრეიგი და ლუკ კროსბი გუნდს ტრავმების გამო დააკლდებიან. გაფართოებულ შემადგენლობაში შტოლანდიური კლუბების – „ედინბურგის“ 14 და „გლაზგო ვორიორსის“ 15 მორაგბეა. დარჩენილი 11 მორაგბიდან ცხრა ინგლისის „პრემიერშიფში“ ასპარეზობს. სკოტებს თითო წარმომადგენელი ჰყავთ უელსურ და ფრანგულ კლუბებში. საგულისხმოა, რომ ყველაზე პრესტიჟული ევროპული საკლუბო ტურნირის, „ჩემპიონთა თასის“ (Champions Cup) ფინალში შოტლანდიელებს ოთხი მორაგბე ჰყავთ – „რასინგის“ მგეზავი ფინ რასელი და „ექსეტერ ჩიფსის“ წევრები – ჯონი გრეი, სემ სკინერი და ფუბლეკი სტუარტ ჰოგი, რომელიც „ნარშავების“ კაპიტანია.

„მაქვს გრძნობა, რომ როგორც გუნდი „ექვსი ერის“ უკვე გამართულ მატჩებში გავიზარდეთ და პროგრესი თამაშიდან თამაშამდე გვქონდა. ახლა ჩვენი მიზანია ზრდა განვაგრძოთ. ტურნირამდე საქართველოს და უელსს დავუპირისპირდებით და ამ მატჩებს „შემოდგომის ერთა თასისთვის“ მოსამზადებლად გამოვიყენებთ,“ – განაცხადა გრეგორ თაუნსენდმა.

შოტლანდია შემოდგომის პირველ ტესტმატჩს 23 ოქტომბერს, საქართველოს წინააღმდეგ, „მარიფილდზე“ ითამაშებს. 31 ოქტომბერს „ნარშავები“ უელსს ლანელიში ესტუმრებიან. ახლად ჩამოყალიბებულ „შემოდგომის ერთა თასზე“ შოტლანდიელები „ბ“ ჯგუფში იასპარეზებენ. ისინი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთს და ფიჯის უმასპინძლებენ, იტალიას კი ესტუმრებიან.

შოტლანდიის შემადგენლობა:

შერკინება

სიმონ ბერგანი („ედინბურგი“) – 25 კეპი

ჯემი ბჰატი („ედინბურგი“) – 15 კეპი

ფრეიზერ ბრაუნი („გლაზგო ვორიორსი“) – 50 კეპი

ბლერ ქოვანი („ლონდონ აირიში“) – 17 კეპი

სკოტ კამინგსი („გლაზგო ვორიორსი“) – 12 კეპი

კორნელ დუ პრე („გლაზგო ვორიორსი“) – 7 კეპი

მეტ ფაგერსონი („გლაზგო ვორიორსი“) – 6 კეპი

ზანგერ ფაგერსონი („გლაზგო ვორიორსი“) – 29 კეპი

გრანტ გილკრისტი („ედინბურგი“) – 42 კეპი

ჯონი გრეი („ექსეტერ ჩიფსი“) – 57 კეპი

რიჩი გრეი („გლაზგო ვორიორსი“) – 65 კეპი

რიობ ჰარლი („გლაზგო ვორიორსი“)  – 21 კეპი

ნიკ ჰაინინგი („ედინბურგი“) – 3 კეპი

ოლი კებლი („გლაზგო ვორიორსი“) – დებიუტანტი

სტუარტ მაკინალი („ედინბურგი“) – 37 კეპი

ვილემ ნელი („ედინბურგი“) – 38 კეპი

ჯეიმი რიჩი („ედინბურგი“) – 18 კეპი

სემ სკინერი („ექსეტერ ჩიფსი“) – 7 კეპი

რორი საზერლენდი („ედინბურგი) – 7 კეპი

ბლეიდ ტომსონი („სკარლეტსი“) – 5 კეპი

ბენ ტულისი („ედინბურგი“) – 25 კეპი

ჯორჯ ტერნერი („გლაზგო ვორიორსი“) – 9 კეპი

ჰამიშ ვოტსონი („ედინბურგი“) – 32 კეპი

უკანახაზი

დარსი გრემი („ედინბურგი“) – 11 კეპი

ნიკ გრიგი („გლაზგო ვორიორსი“) – 9 კეპი

კრის ჰარისი („გლოსტერი“) – 18 კეპი

ადამ ჰასტინგსი („გლაზგო ვორიორსი“)  – 20 კეპი

სტუარტ ჰოგი („ექსეტერ ჩიფსი“) – კაპიტანი – 76 კეპი

ჯორჯ ჰორნი („გლაზგო ვორიორსი“)  – 13 კეპი

დამიენ ჰოილანდი („ედინბურგი“) – 4 კეპი

სემ ჯონსონი („გლაზგო ვორიორსი“) – 13 კეპი

ჰიუ ჯონსი („გლაზგო ვორიორსი“)  – 25 კეპი

ბლერ კინგჰორნი („ედინბურგი“) – 21 კეპი

ჯეიმს ლენგი („ჰარლექვინსი“) – 2 კეპი

შონ მეითლენდი („სარასენსი“) – 48 კეპი

ალი პრაისი („გლაზგო ვორიორსი“)  – 32 კეპი

ფინ რასელი („რასინგ 92“) – 49 კეპი

სკოტ სტილი („ჰარლექვინსი“) – დებიუტანტი

დუჰან ვან დერ მერვე („ედინბურგი“) – დებიუტანტი

დანქან ვეირი („ვუსტერ ვორიორსი“) – 28 კეპი