გრეგორ თაუნსენდი - „ბორჯღალოსნებთან“ მძიმე თამაში გველის
გრეგორ თაუნსენდი - „ბორჯღალოსნებთან“ მძიმე თამაში გველის

შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრეგორ თაუნსენდმა, საფრანგეთთან მოპოვებული გამარჯვების (17:14) შემდეგ, „ბორჯღალოსნებთან“ ტესტ-მატჩებთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.

„საფრანგეთთან მატჩში უპირატესობა პირველი 20 წუთის შემდეგ მოვიპოვეთ და დასანანია, რომ ეს ტაბლოზე არ აისახა. ნებისმიერ შემთხვევაში, თამაშს იდეალურს ვერ დავარქმევდი. ბედნიერი ვარ, რომ ბიჭებმა შეხვედრაში გარდატეხის შეტანა მოახერხეს, მაგრამ მომდევნო კვირებში თამაშის ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ.

წინ კიდევ ერთი რთული გამოცდა გველის – თამაში საქართველოს წინააღმდეგ. ტრავმირებული მორაგბეების მიუხედავად, თბილისს მაქსიმალურად ძლიერი შემადგენლობით ვესტუმრებით. ეს ჩემი ნაკრებისთვის ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე რთული გასვლითი მატჩი იქნება. საქმე იმაშია, რომ საქართველოს „ექვს ერში“ მოხვედრა სურს და შინ, 50,000 გულშემატკივრის თანდასწრებით, მათგან კარგ თამაშს ველით. ჩვენთვის რთული მატჩი იქნება“, – განაცხადა თაუნსენდმა.

„ბორჯღალოსნები“ „ნარშავებს“ 31 აგვისტოს, „დინამო არენაზე“ დაუპირისპირდებიან. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.