გრეგ პოპოვიჩი - მამუკელაშვილის თამაშით აღფრთოვანებული ვარ #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილმა „სან ანტონიო სპურსის“ შემადგენლობაში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა დასავლეთ კონფერენციის ლიდერი, „დენვერ ნაგეტსი“ 128-120 დაამარცხა. მამუკელაშვილმა კი 12 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.
მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე „სპურსის“ მთავარმა მწვრთნელმა, გრეგ პოპოვიჩმა სანდროზე ისაუბრა და შეაქო.
„ნიჭიერია და მისი თამაში მოგვწონს. ათლეტურია და იცის, როგორ უნდა ითამაშოს კალათბურთი. მას ევროპული სტილი აქვს. მამუკელაშვილი ჭკვიანია და მისი თამაშით აღფრთოვანებული ვარ. მან თავის სამუშაოს კარგად გაართვა თავი“.
შემდეგ შეხვედრას „სან ანტონიო“ 13 მარტს „ოკლაჰომას“ წინააღმდეგ გამართავს.