სანდრო მამუკელაშვილის გადამწყვეტი სამქულიანით „სან ანტონიომ“ „დენვერი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის გადამწყვეტი სამქულიანით „სან ანტონიომ“ „დენვერი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

„მილუოკიდან“ „სან ანტონიოში“ გადასვლის შემდეგ საუკეთესო მატჩი გამართა სანდრო მამუკელაშვილმა. მას 12 წუთიც ეყო, რომ გადამწყვეტი როლი ეთამაშა „დენვერ ნაგეტსის“ დამარცხებაში – 128:120.

მატჩი თავიდან ბოლომდე დაძაბული იყო. საფინალო სირენამდე 2 წუთი რჩებოდა, როდესაც ქართველმა ფორვარდმა სამქულიანი სტყორცნა და სხვაობა 7 ქულამდე გაზარდა – 123:116. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა.

სანდროს სტატისტიკაც ეფექტური ჰქონდა: 12 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი. 2-დან 1 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი, 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა.

23 ქულით „სან ანტონიოს“ ბომბარდირი ჯონსონი გახდა, ყველაზე მეტი კი დენვერელმა იოკიჩმა ჩააგდო – 37 ქულა, 11 მოხსნა.

„სპურსისთვის“ ეს სეზონის მე-17 გამარჯვება იყო. მომდევნო მატჩს 13 მარტს „ოკლაჰომას“ წინააღმდეგ გამართავს.