გრანდებში სამმხრივი გაცვლა მზადდება - დე იონგი შეიძლება პსჟ-ში აღმოჩნდეს, ვერატი - „მანჩესტერ სიტიში“, ბერნარდო სილვა - „ბარსელონაში“ #1TVSPORT
„ბარსელონამ“, „პარი სენ-ჟერმენმა“ და „მანჩესტერ სიტიმ“, შესაძლოა, სამმხრივი სატრანსფერო გარიგება განახორციელონ.
ჟურნალისტმა ჟერარ რომერომ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა, რომ ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი, რომლის გაყიდვაც სურს „ბარსელონას“, შეიძლება პარიზში აღმოჩნდეს.
ასეთ შემთხვევაში, „პარი სენ-ჟერმენი“ „სიტიში“ გაუშვებს მარკო ვერატის, ხოლო ინგლისური კლუბი, თავის მხრივ, „ბარსელონაში“ გაყიდის ბერნარდო სილვას.
ადრე ბევრჯერ დაიწერა კატალონური კლუბის გეგმების შესახებ დე იონგთან დაკავშირებით, ასევე იტყობინებოდნენ, რომ ბერნარდო სილვაა დაინტერესებული „ბარსელონაში“ გადასვლით. რაც შეეხება ვერატის, ეს პირველი სერიოზული ჭორია იტალიელ ნახევარმცველზე. ვერატიმ ახალ სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ ორივე ოფიციალური მატჩი ძირითადში დაიწყო და ორივე შემთხვევაში შეცვალეს.