გოშთელიანს „პირინმა“ ახალი კონტრაქტი შესთავაზა - გუნდის პოტენციალი დავინახე და ამიტომ გადავედი #1TVSPORT
გოშთელიანს „პირინმა“ ახალი კონტრაქტი შესთავაზა - გუნდის პოტენციალი დავინახე და ამიტომ გადავედი #1TVSPORT

ბლაგოევგრადისპირინი“ გურამ გოშთელიანს კონტრაქტი გახანგრძლივებას სთავაზობს, – ამის შესახებ 24 წლის თავდამსხმელმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

„გუნდთან კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ მიმთავრდება – 2022 წლის ივნისში. ახლა ხელშეკრულების გახანგრძლივება შემომთავაზეს. ჯერ მხოლოდ სიტყვიერი შემოთავაზება იყო, მაგრამ ეს გუნდის დამოკიდებულებაზე მეტყველებს, რაც მახარებს. გუნდს კარგად შევეწყვე“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გურამ გოშთელიანმა.

ბლაგოევგრადისპირინი“ ახალ სეზონს ბულგარეთის უმაღლეს ლიგაში ითამაშებს. ქართველი თავდამსხმელი გუნდში 2020 წლის აგვისტოში ჩაირიცხა და 11 შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა. 24 წლის შემტევი ადაპტაციის შემდეგ კარგად ათამაშდა, კონკურენტ სოფიას „ლოკომოტივთან“ დუბლი შეასრულა და „პირინის“ წარმატებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.

„მთავარ ლიგაში მაგარი გუნდები არიან. სოფიას ცსკა და „ლუდოგორეცმაევროპალიგის ჯგუფში კარგად ითამაშეს. სეზონი დამაჯერებლად ჩავატარეთ. ეს იმის შედეგია, რომ მაღალი კლასის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ვართ და თავიდანვე ნათელი იყო, რომ უმაღლეს ლიგაში გადავიდოდით. ზუსტად ეს იყო ექვსი თვის წინ ჩემი მოტივი, როდესაც ბულგარეთის პირველ ლიგაში თამაშს დავთანხმდი“, – ამბობს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი კაპიტანი.