გოშთელიანი წავიდა, რუხაძეს ორი ვარიანტი აქვს - „თელავში“ ახალ ფეხბურთელებსა და მწვრთნელს ელიან #1TVSPORT
გოშთელიანი წავიდა, რუხაძეს ორი ვარიანტი აქვს - „თელავში“ ახალ ფეხბურთელებსა და მწვრთნელს ელიან #1TVSPORT

„თელავში“ დიდი საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, კონტრაქტი ბევრ მოთამაშეს დაუსრულდა და გუნდი, ფაქტობრივად, ახლიდან უნდა დაკომპლექტდეს.

„თელავი“ დატოვა გურამ გოშთელიანმა და თავისუფალი აგენტის სტატუსით ახალ გუნდში გადასვლას აპირებს, რაც საქართველოს პირველ არხთან ფეხბურთელმაც დაადასტურა.

„წამოვედი „თელავიდან“ და ჯერ ნამდვილად არ ვიცი, სად ვითამაშებ. შეთავაზებები არის, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია“, – განაცხადა გოშთელიანმა.

მთავარი ისაა, რომ „თელავი“ ბერძენმა მთავარი მწვრთნელმა, გეორგიოს კოსტისმა დატოვა, მის ნაცვლად კი ორი კანდიდატი განიხილება და საბოლოო არჩევანს კლუბი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

გუნდი ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი რუხაძემაც დატოვა, რომელსაც კონტრაქტი ერთდროულად „დინამო თბილისმა“ და უზბეკურმა „ნასაფმა“ შესთავაზა, სადაც ჯაბა ჯიღაური თამაშობს, ახლახან კი ეროვნული ლიგის თანაბომბარდირი, ზორან მარუშიჩი და თემურ ჩოგაძე გადავიდნენ.