გოშთელიანი „თელავში“ ვარჯიშობს - გუნდმა მზადება დაასრულა #1TVSPORT
გოშთელიანი „თელავში“ ვარჯიშობს - გუნდმა მზადება დაასრულა #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ მოსამზადებელ ეტაპზე მეოთხე ტესტ-მატჩი გამართა – გიორგი ჭელიძის გაწვრთნილები დიღმის ოლიმპიურ კომპლექსში „სამტრედიას“ დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს.

გუნდს მორიგი ახალწვეული ჰყავს – 25 წლის თავდამსხმელი გურამ გოშთელიანი, რომელიც „საბურთალოს” აღზრდილია. თბილისური კლუბის ყოფილი კაპიტანი ბოლოს „პირინში“ თამაშობდა, მაგრამ ბულგარეთის კლუბი დეკემბერში დატოვა. მისი თქმით, ბულგარეთში ბევრი უსამართლობა ნახა და გადაწყვეტილება ამიტომ მიიღო.

„თელავის“ ახალწვეულმა „სამტრედიასთან“ საკონტროლო შეხვედრაში გოლი პენალტით გაიტანა, მეორედ კი მეტოქის კარი ბიძინა მახარობლიძემ აიღო, ხოლო დამარცხებულიდან ერთადერთი გოლი ირაკლი კამლაძემ გაიტანა. საბოლოოდ, „თელავმა“ 2:1 მოიგო.

„სამტრედიასთან“ მატჩით „თელავმა“ მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა – გუნდის შემდეგი შეხვედრა ოფიციალური მატჩი იქნება. 26 თებერვალს, ეროვნული ლიგის პირველ ტურში, თბილისის „ლოკომოტივს“ სტუმრად დაუპირისპირდება.