გოშთელიანი „საბურთალოში“ დაბრუნდა - თასის მფლობელი ახალ მთავარ მწვრთნელს წარადგენს
გოშთელიანი „საბურთალოში“ დაბრუნდა - თასის მფლობელი ახალ მთავარ მწვრთნელს წარადგენს
გურამ გოშთელიანმა 2019 წელი იჯარით გორის „დილაში“ გაატარა. სეზონის დასრულების შემდეგ 21 წლის თავდამსხმელს ხელშეკრულება დაუსრულდა და „საბურთალოში“ დაბრუნდა, რომელსაც მისი ტრანსფერი ეკუთვნის.
 
ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ 2018 წლის ჩემპიონი და 2019 წლის თასის გამარჯვებული „საბურთალო“ ახალ მთავარ მწვრთნელს წარადგენს. პრესკონფერენცია 8 იანვარს „ბენდელას” სტადიონზე 14:00 საათზე დაიგეგმა.
მედიას კლუბის ხელმძღვანელები, პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი და აღმასრულებელი დირექტორი კახა კაშია შეხვდებიან და ახალ მთავარ მწვრთნელს წარადგენენ.
2019 წლის მიწურულს, საქართველოს თასის ფინალში „ლოკომოტივთან“ 3:1 გამარჯვების შემდეგ, მთავარი მწვრთნელის თანამდებობა გიორგი ჭიაბრიშვილმა დატოვა, რომელიც  თბილისურ კლუბს 6 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. არსებული ინფორმაციით, მას გია ცეცაძე შეცვლის, რომელიც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ავარჯიშებდა.