გოშთელიანი და „პირინი“ ბულგარეთის უმაღლეს ლიგაში დაწინაურდნენ #1TVSPORT
გოშთელიანი და „პირინი“ ბულგარეთის უმაღლეს ლიგაში დაწინაურდნენ #1TVSPORT

გურამ გოშთელიანი და ბლაგოევგრადისპირინი“ ახალ სეზონს ბულგარეთის უმაღლეს ლიგაში ითამაშებენ. გუნდმა 27-ე ტურის მატჩი გასვლაზე „ლოვეჩს“ 2:0 მოუგო და ტურნირის დასრულებამდე სამი ტურით ადრე მთავარი ლიგის საგზური გაინაღდა.

გურამ გოშთელიანი ამ შეხვედრაში მოედანზე მხოლოდ 84-ე წუთზე გამოჩნდა. 24 წლის ქართველი თავდამსხმელი „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია. მთავარ გუნდში მან 101 ოფიციალური მატჩი გამართა და მეტოქეთა კარი 39-ჯერ აიღო. „საბურთალოსთან“ ერთად მას საქართველოს ჩემპიონატი და სუპერთასი აქვს მოგებული.

გურამ გოშთელიანი ბულგარულ ბლაგოევგრადისპირინში“ 2020 წლის აგვისტოში ჩაირიცხა და ადაპტაციის შემდეგ კარგად ათამაშდა. მან 11 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა, მათ შორის, კონკურენტ სოფიას „ლოკომოტივთან“ დუბლი შეასრულა და „პირინის“ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა.