გოშთელიანი ბულგარეთის მთავარ ლიგაში ითამაშებს - ქართველის გუნდი პირველი ლიგის ჩემპიონია #1TVSPORT
გოშთელიანი ბულგარეთის მთავარ ლიგაში ითამაშებს - ქართველის გუნდი პირველი ლიგის ჩემპიონია #1TVSPORT

გურამ გოშთელიანის ბლაგოევგრადისპირინმა“ ბულგარეთის მე-2 ლიგის ბოლო ტურის შეხვედრა მოიგო და ქვეყნის მთავარ ლიგაში იასპარეზებს.

ბლაგოევგრადისპირინი“ 30-ე ტურში „სტრუმსკა სლავას“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა. გურამ გოშთელიანი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეცვალეს. ბლაგოევგრადის გუნდმა პრესლავ იორდანოვის (73, 76) დუბლით 2:0 მოიგო. „პირინმა“ 65 ქულა დააგროვა, სოფიას „ლოკომოტივი“ (59) ჩამოიტოვა და ბულგარეთის „ა“ ლიგაში სამწლიანი პაუზის შემდეგ ითამაშებს.

გურამ გოშთელიანი „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია. 24 წლის თავდამსხმელი, რომელსაც საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ბულგარულ კლუბში 2020 წლის ზაფხულში პერსპექტივის და მთავარ ლიგაში დაწინაურების იმედად გადავიდა. დასრულებულ სეზონში გოშთელიანმა 14 მატჩში 5 გოლი გაიტანა. მას გუნდთან ახალი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზეს.

გოშთელაინის გუნდი მთავარი ბულგარული ლიგიდან 2018 წელს გამოვარდა. „პირინის“ აღორძინება 2019 წლის 11 ივნისს დაიწყო, როდესაც კლუბის სპონსორი და სარეკლამო პარტნიორი საინვესტიციო კომპანია „Emirates Wealth EAD“ გახდა, რომელმაც მალე კლუბის აქციების 75% შეიძინა, ხოლო 25% ბლაგოევგრადის მუნიციპალიტეტს დარჩა.