გორში წისქვილკომბინატ „კარმენის” თანამშრომლები გაიფიცნენ
გორში წისქვილკომბინატ „კარმენის” თანამშრომლები გაიფიცნენ

გორში წისქვილკომბინატ „კარმენის” თანამშრომლები გაიფიცნენ. დასაქმებულები ხელფასების მომატებას, ღირსეული შრომის უფლებას და გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.

აქციას პროფკავშირების გაერთიანებაც შეუერთდა. პროფკავშირების წარმომადგენელთა განცხადებით, გაფიცვამდე მედიაციისთვის კანონით განსაზღვრული 21-დღიანი ვადა უშედეგოდ გავიდა და მოლაპარაკების მცდელობის მიუხედავად ქარხნის ხელძღვანელობა მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, გუშინ ქარხნის დირექტორმა რვა მუშა სამსახურიდან გაათავისუფლა.

ქარხანა „კარმენში” 110 ადამიანია დასაქმებული, აქედან 30 ადმინისტრაციის თანამშრომელია.

აქციის მონაწილეები შეძახილებით შეხვდნენ ქარხნის დირექტორსა და აზერბაიჯანელ მფლობელს.

წისქვილკომბინატის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მარნეულის რაიონიდან ჩამოყვანილ მუშებს ბევრად ნაკლებს გადაუხდიან. ქარხნის მეპატრონის ამ განცხადებას აქციის მონაწილეების პროტესტი მოჰყვა.