გორში, ვერხვების დასახლებაში სროლის შედეგად 30 წლამდე მამაკაცი დაჭრეს.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. პოლიციამ ადგილზე ათამდე მასრა იპოვა.
დაჭრილს ქირურგიული ოპერაცია სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ უტარდება.
შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მძიმე დაზიანების მიყენება) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) დაიწყო.