გორში სურსათის მაღაზია გატეხეს
გორში სურსათის მაღაზია გატეხეს

გორში, კოსტავას ქუჩაზე გვიან ღამით სურსათის მაღაზია გატეხეს. წინასწარი ინფორმაციით მძარცველებმა მაღაზიიდან 200 ლარამდე თანხა და სიგარეტი წაიღეს.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვე პუნქტით დაიწყო, რაც სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი