ეროვნული პროექტების საინიციატივო ჯგუფმა, ეროვნულ ფედერაციასთან („სპორტი ყველასთვის“) ერთად საოკუპაციო ხაზთან არსებულ და დევნილთა დასახლებების საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის ეროვნულ-სამშვიდობო ფესტივალი გამართა.
აღსანიშნავია, რომ დროებით საოკუპაციო ხაზთან და დევნილთა დასახლებაში ეროვნული პროექტების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სამხარაძემ 14 ვაჟთა და 4 გოგონათა გუნდი ჩამოაყალიბა. გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ ყველა ბავშვი სპორტული ინვენტარებით დაჯილდოვდა.
ფესტივალის მიზანია, საოკუპაციო ხაზთან და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ახალგაზრდებს ხელი შეუწყონ სპორტში ჩართვაში. ორგანიზატორების თქმით, მსგავსი პროექტები სისტემატურად ჩატარდა.
ეროვნულ-სამშვიდობო ფესტივალის მხარდამჭერი იყო საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრო და ადგილობრივი ხელისუფლება.