გორში ინკასატორს სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გასაღებები მოპარეს

17:06, 03.04.2019

გორში „საქართველოს ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ინკასატორის კუთვნილი მანქანა გაქურდეს. მძარცველმა მანქანის შუშა ჩაამსხვრია. წაღებულია სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გასაღებები.

ადგილზე კრიმინალისტები იმყოფებოდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით არის დაწყებული, რაც ქურდობას გულისხმობს.

მსგავსი