გორში ექიმმა ძაღლი მოკლა. არსებული ინფორმაციით, კლინიკა „გორმედის“ ქირურგმა, ა.ხ-მ კორპუსის სადარბაზოში ძაღლი იარაღით მოკლა.
ექიმი პოლიციის გორის განყოფილებაში დაკითხვაზეა გადაყვანილი.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას.