გორში ძაღლის მოკვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

21:50, 17.07.2020

გორში ექიმმა ძაღლი მოკლა. არსებული ინფორმაციით, კლინიკა „გორმედის“ ქირურგმა, ა.ხ-მ კორპუსის სადარბაზოში ძაღლი იარაღით მოკლა.

ექიმი პოლიციის გორის განყოფილებაში დაკითხვაზეა გადაყვანილი.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას.

მსგავსი