გორში 18 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. ბიჭს ბასრი საგნით სამი ჭრილობა აქვს მუცლის არეში მიყენებული. შემთხვევა გორში, ერთ-ერთ რესტორანში გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილი სამხედრო სამსახურს გადის, თუმცა დათხოვნილი იყო. დაჭრილი გორის სამედიცინო ცენტრ „გორმედშია“ გადაყვანილი. მას ოპერაცია ჩაუტარდა.
ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.