გორის წისქვილკომბინატი სრული დატვირთვით მუშაობს
გორის წისქვილკომბინატი სრული დატვირთვით მუშაობს

გორში მდებარე წისქვილკომბინატი სრული დატვირთვით მუშაობს.  ადგილზე შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი იმყოფებოდა და მუშაობის პროცესს გაეცნო.

როგორც რწმუნებულმა აღნიშნა, საწარმო 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

„ფქვილის მარაგის პრობლემა არ დგას. მოსახლეობას ამ მხრივ შეფერხება არ ექნება. რაც მთავარია, საწარმო უახლოეს დღეებში კიდევ 10 000 ტონის დამატებას გეგმავს“, – აღნიშნა რწმუნებულმა.

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, შიდა ქართლში სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობს.

ოთხივე მუნიციპალიტეტის სოციალური სასადილოდან ყოველდღიურ რეჟიმში მოსარგებლეებზე საკვები გაიცემა. ასევე, ინტენსიურად ხდება მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

მოქმედებს ცხელი ხაზიც:

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია – 032 228 57 00; 599 77 22 88

გორის მუნიციპალიტეტი – + 995 599 85 17 88, + 995 598 26 00 01

ხაშურის მუნიციპალიტეტი – 0 368 24 21 35

კასპის მუნიციპალიტეტი – 0 371 22 24 64

ქარელის მუნიციპალიტეტი – 0 369 231734