გორის საერთაშორისო ტურნირი „დინამო თბილისმა“ მოიგო
გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და „ლოკომოტივი“ დაუპირისპირდნენ. „დინამომ“ მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა და მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.
მესამე ადგილისთვსი ერთმანეთს „საბურთალო“ და გორის „დილა“ დაუპირისპირდნენ. ძირითადი დრო ნულოვანი ფრე ანგარიშით დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერია კი უკეთ თბილისურმა კლუბმა შეასრულა – 6:5.
თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი თბილისის „დინამოს“ მოთამაშე ალექსანდრე ფეიქრიშვილი გახდა, რომელსაც პრიზი „დინამოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა, გრიგოლ ცაავამ გადასცა. ჟიურიმ დანარჩენი პრიზები ასე გადაანაწილა:
საუკეთესო მეკარე: გიორგი სართანია, „დილა“
საუკეთესო მცველი: ნიკა ბენდიანაშვილი (თბილისის „დინამო“)
საუკეთესო ნახევარმცველი: თემურ ოდიკაძე („საბურთალო“)
საუკეთესო თავდამსხმელი: ლაშა ვაშაყმაძე („ლოკომოტივი“)
საუკეთესო ფეხბურთელი: ალექსანდრე ფეიქრიშვილი (თბილისის „დინამო“)
საუკეთესო ბომბარდირი: ლუკა ბუბუტეიშვილი, თბილისის „დინამო“
ჟიურის სიმპათია: ნიკა დუმბაძე, ბათუმის „დინამო“
პერსპექტიული ფეხბურთელი: დავით ნაზარაშვილი, „დილა“