გორის მუნიციპალიტეტში მომხდარ შემთხვევას მცირეწლოვანი ემსხვერპლა

13:51, 15.06.2019

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისში მომხდარ შემთხვევას მცირეწლოვანი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვი მანქანამ გაიტანა.

როგორც პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი