გორის „დილამ“ მორიგი ტრანსფერი განახორციელა – კლუბის ღირსებას 24 წლის მარცხენა მცველი ჟან-მარკ ტიბუე დაიცავს.
წარმოშობით კოტდივუარელი ჟან მარკ ტიბუე საფრანგეთის მოქალაქეა. ის 2000 წლის 14 მარტს კოტ დივუარში დაიბადა. შემდეგ მისი ოჯახი საფრანგეთში დასახლდა და „დილას“ ახალწვეულმა კარიერა ევროპაში დაიწყო.
ტიბუე „ბორდოს“ აკადემიის აღზრდილია, თამაშიც ამ კლუბის 19-წლამდელთა გუნდში დაიწყო. „ბორდოდან“ ჯერ „ამიენში“ გადავიდა, შემდეგ „ვალენსიენში“. ასევე თამაშობდა ბერძნული „ლარისასა“ და ბელგიის მეორე დივიზიონის კლუბ „მანდელ იუნაიტედის“ რიგებში. „დილაში“ ბულგარეთის მეორე ლიგის „ეტარიდან“ გადავიდა.
ტიბუე ამპლუით მარცხენა მცველია. ის უკვე საქართველოშია და გორის „დილასთან“ ერთად ემზადება ეროვნული ლიგის საშემოდგომო ეტაპის მატჩებისთვის.