გორის „დილა“ განმარტავს, რატომ ითამაშებს აპოელ-თან თბილისში – „ბურჯანაძე არენას“ მესამე ეტაპის მასპინძლობის უფლება არ აქვს #1TVSPORT
გორის „დილა“ განმარტავს, რატომ ითამაშებს აპოელ-თან თბილისში – „ბურჯანაძე არენას“ მესამე ეტაპის მასპინძლობის უფლება არ აქვს #1TVSPORT

გორის „დილამ“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე უკრაინული პოლტავის „ვორსკლა“ დაამარცხა და მესამე ეტაპზე გავიდა, სადაც მეტოქეს არა გორში, არამედ თბილისში, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს.

ამასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა, რაზეც გორის „დილამ“ განმარტება გააკეთა, რატომ ითამაშებს თბილისში და არა გორში.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ. „თენგიზ ბურჯანაძე არენა“ გახლავთ მეორე კატეგორიის სტადიონი. უეფა-ს მოთხოვნების შესაბამისად, მას ევროტურნირის მესამე და შემდგომი ეტაპების თამაშების მასპინძლობის უფლება არ აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპოელ-თან კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს „დინამო არენაზე“ ჩავატარებთ“, – წერია გორის „დილას“ განცხადებაში.

„დილა“ კვიპროსის აპოელ-ს 10 აგვისტოს უმასპინძლებს, ხოლო გასვლით მატჩს ნიქოზიაში 17 აგვისტოს გამართავს.