ეროვნული ლიგის გათამაშებას გორის „დილა“ 27 ივნისს „სამტრედიასთან“ მატჩით განაახლებს. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მატჩი 21 საათზე დაიწყება.
მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ სტადიონი მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია – ამის შესახებ გუნდის ოფიციალური ვებგევრდი იუწყება.
„ეროვნული ლიგის მატჩამდე, გორის სტადიონს კიდევ ერთხელ ჩაუტარდა სადეზინფექციო სამუშაოები. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე წინასამატჩოდ ყველა რეკომენდაცია დაცულია“, – წერია „დილას“ ვებგვერდზე.
მატჩზე მაყურებელი ჯერ კიდევ არ დაიშვება. პანდემიის პერიოდში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე სადეზინფექციო სამუშაოები ორჯერ ჩატარდა, ახლა ეს კიდევ ერთხელ მოხდა – სპეციალური ხსნარებით დამუშავდა ის სივრცე, სადაც ჩემპიონატის დროს ხალხი იმოძრავებს – გასახდელები, მსაჯების ოთახი, დელეგატების ოთახი, პრესლოჟა.