გორი საფეხბურთო სეზონის განახლებისთვის ემზადება
გორი საფეხბურთო სეზონის განახლებისთვის ემზადება

ეროვნული ლიგის გათამაშებას გორის „დილა“ 27 ივნისს „სამტრედიასთან“ მატჩით განაახლებს. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მატჩი 21 საათზე დაიწყება.

მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ სტადიონი მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია – ამის შესახებ გუნდის ოფიციალური ვებგევრდი იუწყება.

„ეროვნული ლიგის მატჩამდე, გორის სტადიონს კიდევ ერთხელ ჩაუტარდა სადეზინფექციო სამუშაოები. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე წინასამატჩოდ ყველა რეკომენდაცია დაცულია“, – წერია „დილას“ ვებგვერდზე.

მატჩზე მაყურებელი ჯერ კიდევ არ დაიშვება. პანდემიის პერიოდში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე სადეზინფექციო სამუშაოები ორჯერ ჩატარდა, ახლა ეს კიდევ ერთხელ მოხდა – სპეციალური ხსნარებით დამუშავდა ის სივრცე, სადაც ჩემპიონატის დროს ხალხი იმოძრავებს – გასახდელები, მსაჯების ოთახი, დელეგატების ოთახი, პრესლოჟა.