გორგოძემ მესამე გერმანელი დაამარცხა და ფინალში გავიდა
გორგოძემ მესამე გერმანელი დაამარცხა და ფინალში გავიდა

მსოფლიოს 195-ე ჩოგანი ეკატერინე გორგოძე გერმანიის ჰეხინგენის ტურნირის ფინალში ითამაშებს.

ქართველმა ზედიზედ მესამე მატჩში დაამარცხა გერმანელი მეტოქე, ამჯერად, კლასიფიკაციის 206-ე ნომერი ანა ცაია – 7:6(6), 6:1. მატჩი საათი და 29 წუთი გაგრძელდა.

გორგოძისთვის ნახევარფინალი რთულად დაიწყო – ორჯერ ჩამორჩა ბრეიკით, მაგრამ ორივეჯერ გაათანაბრა ანგარიში. ამის შემდეგ, პარტიის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, რომელშიც ქართველმა მესამე სეტბოლზე მოახერხა მოგება.

მეორე სეტში გორგოძემ ძალიან იოლად მოიგო. მან სამიდან სამი ბრეიკ-პოინტის გამოყენება შეძლო და ცაიას ვერ უშველა ერთმა ბრეიკმა.

ქართველის მეტოქე ფინალში გერმანელების – ზიგემუნდისა და კორპაჩის მატჩში მოგებულს შეხვდება.

დატოვე კომენტარი