გორგოძე და ბოლქვაძე ნახევარფინალში - ქართველი ჩოგბურთელები წყვილთა თანრიგში წარმატებით ასპარეზობენ #1TVSPORT
ქართველი ჩოგბურთელები ეკატერინე გორგოძე და მარიამ ბოლქვაძე წყვილთა თანრიგში წარმატებით ასპარეზობენ.
გორგოძე ტრანსილვანიის ღიას (საპრიზო ფონდი 235 238 დოლარი) წყვილთა თანრიგის ნახევარფინალშია. მან და მისმა რუმინელმა მეწყვილემ ირინა ბარამ 1/4-ფინალში რუსები ფომონა და იაშინა ორ სეტში დაამარცხეს და ნახევარფინალში რუმინულ წყვილს შეხვდებიან.
წარმატებულად ასპარეზობს მარიამ ბოლქვაძე პუატიეს ტურნირზე წყვილთა თანრიგში და ერთეულებშიც. დღეს ერთეულებში გამარჯვების შემდეგ, ახალგაზრდა ქართველი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ სამანტა მიურეისთან ერთად ნახევარფინალში გასასვლელად კასკინოსა და როსატელოს ფრანგულ-იტალიურ წყვილს შეხვდნენ და მეტოქეები ორ სეტში ანგარიშით 6:4 7:5 დაამარცხეს.