გორდონ სონდლენდი - ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე დანიშვნა აშშ-სა ევროკავშირს შორის ურთიერთობის განახლებას გამოიწვევს
გორდონ სონდლენდი - ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე დანიშვნა აშშ-სა ევროკავშირს შორის ურთიერთობის განახლებას გამოიწვევს

ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე დანიშვნა აშშ-სა ევროკავშირს შორის ურთიერთობის განახლებას გამოიწვევს. ამის შესახებ გაერთიანებაში აშშ-ის ელჩმა, გორდონ სონდლენდმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

გორდონ სონდლენდის განმარტებით, ხელმძღვანელის შეცვლით მხარეებს ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება შეეძლებათ.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის ბოლო წლებში გარკვეულ საკითხებში უთანხმოებაა. მათ შორის არის ვაჭრობა, კლიმატის ცვლილება და ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება, რომელიც დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით აშშ-მა დატოვა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად ევროპარლამენტმა 16 ივლისს აირჩია. გერმანიის თავდაცვის მინისტრს პოსტზე დასანიშნად 747-სავარძლიან ევროპარლამენტში 374 ხმის მოპოვება სჭირდებოდა. ხმების დათვლის დროს კი დადგინდა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენიმ 383 ხმა მოიპოვა. შესაბამისად, ის ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე მის წინამორბედს, ჟან-კლოდ იუნკერს პირველი ნოემბრიდან შეცვლის.