„ბოსტონ სელტიკსი“ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ერთადერთი გუნდია, რომელსაც ახალი სეზონის დაწყების შემდეგ, მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.
ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი გორდონ ჰეივარდია, რომელმაც სეზონის სტარტი ბრწყინვლედ ჩაატარა. „სან ანტონიოსთან“ მატჩის მეორე მეოთხედში ჰეივარდი ლამარკუს ოლდრიჯს დაეჯახა, რის შემდეგაც მოედანი დატოვა და აღარ დაბრუნებულა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გორდონს მარცხენა ხელის მოტეხილობა აქვს. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა პერიოდი დასჭირდება ჰეივარდს რეაბილიტაციისთვის, თუმცა ფაქტია, რომ „ბოსტონს“ მისი სახით სერიოზული ძალა დააკლდა.