გორდონ ჰეივარდი შესაძლოა მიმდინარე კვირაში დაბრუნდეს
„ბოსტონის“ კალათბურთელი გორდონ ჰეივარდი 11 ნოემბერს დაშავდა და წესით 6 კვირა უნდა გაეცდინა. მას მარცხენა ხელის მოტეხილობა დაუდგინეს. თუმცა, როგორც ჩანს, ჰეივარდის სარეაბილიტაციო პროცესი დაგეგმილზე მალე დასრულდება.
„ბოსტონმა“ გუშინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჰეივარდმა შესაძლოა ხვალ „კლივლენდის“ წინააღმდეგ ითამაშოს. შეგახსენებთ, რომ „სელტიკსს“ მიმდინარე რეგულარულში 16 მოგება და 5 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება.
#NEBHInjuryReport for tomorrow vs Cleveland:
Gordon Hayward (left hand fracture) – QUESTIONABLE
Romeo Langford (right ankle sprain) – OUT
Rob Williams (left hip soreness) – OUT— Boston Celtics (@celtics) 8 December 2019