გორდონ ბრაუნი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, „კოვიდ-19“-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად დროებითი გლობალური მთავრობა შექმნან
გორდონ ბრაუნი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, „კოვიდ-19“-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად დროებითი გლობალური მთავრობა შექმნან

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, „კოვიდ-19“-ით გამოწვეული სამედიცინო და ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, დროებითი გლობალური მთავრობა შექმნან. ამის შესახებ „გარდიანი“ იუწყება.

გორდონ ბრაუნი მიიჩნევს, რომ ამ ჯგუფში უნდა შედიოდნენ მსოფლიო ლიდერები, ჯანდაცვის ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

„ეს არის რაღაც, რასთან გამკლავებასაც მხოლოდ ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს. ამ კრიზისს გლობალური კოორდინირებული პასუხი სჭირდება“, – განაცხადა გორდონ ბრაუნმა.