გორან ივანიშევიჩი - წელს ჩოგბურთი აღარ იქნება
გორან ივანიშევიჩი - წელს ჩოგბურთი აღარ იქნება

უიმბლდონის ყოფილმა ჩემპიონმა, ხორვატმა გორან ივანიშევიჩმა კომენტარი გააკეთა იმ პაუზაზე, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამოა პროფესიულ ჩოგბურთში.

„არ მგონია, რომ ჩვენ ამ სეზონში ჩოგბურთი კიდევ ვნახოთ. ჩემთვის ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზი ასეთია – ჩოგბურთელები 2021 წელს, იანვარში ავსტრალიის ღია პირველობაზე დაუბრუნდებიან კორტს. თუმცა, ეს ვარიანტიც ეჭვს იწვევს.

პაუზის დასრულებამდე მოთამაშეები, მწვრთნელები, ტურნირების ორგანიზატორები და ყველა, ვინც დასაქმებულია ჩოგბურთის სფეროში, სერიოზულ პრობლემებს გადააწყდებიან“, – განაცხადა ხორვატმა Sport Klub – თან კომენტარში.