Google რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლას იწყებს 
Google რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლას იწყებს 

მსოფლიოს უმსხვილესი საძიებო სისტემა Google რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლას იწყებს. ინტერნეტკონცერნის ხელმძღვანელის თქმით, კომპანია ეძებს შესაძლებლობას, რომ რუსული RT-სა და Sputnik -ის ვებგვერდების რანჟირება დაწიოს.

„ჩვენ ვეძებთ ტექნიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც ამას აღმოფხვრის. საიტების დაბლოკვა არ გვსურს, ეს ჩვენი მუშაობის მეთოდი არ არის“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა ერიკ შმიდტმა.