Google-მა 2017 წელი შეაჯამა - 365 დღე 1 წუთსა და 32 წამში 

​მსოფლიოს უდიდესმა საძიებო სისტემა Google-მა ტრადიციას არ უღალატა და 2017 წლის შემაჯამებელი ვიდეო შემოგვთავაზა. მსოფლიოში ადამიანების ნაწილი მთელი წლის განმავლობაში კითხულობდა: როგორ ჩნდება ხანძარი, რა დაჯდება აშშ-მექსიკის საზღვრის გამყოფი კედლის აშენება, რამდენი ლტოლვილია მსოფლიოში, როგორ წარმოიქმნება ქარიშხლები და ა.შ.

მომხმარებელთა ძიების რეზულტატებთან ერთად, Google-ის ყოველწლიურ ვიდეოში, 2017 წელს მსოფლიოში მიმდინარე მთავარი მოვლენებიც მოხვდა. მათ შორის, დონალდ ტრამპისა და ემანუელ მაკრონის არჩევა, ბრექსიტი, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული ვიდეოები, საპროტესტო აქციები და ყველა ის მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც 2017 წელს მსოფლიოზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

ვიდეო – Google-ს ობიექტივში – 365 დღე 1 წუთსა და 32 წამში.