გონსალვესი ბათუმში ითამაშებს, აჭარლები სერბ მწვრთნელს ელიან
გონსალვესი ბათუმში ითამაშებს, აჭარლები სერბ მწვრთნელს ელიან
ვაგნერ გონალვესთან მოლაპარაკება დასრულდა და „საბურთალოს“ ყოფილი ფეხბურთელი ბათუმის „დინამოში“ ითამაშებს – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან აჭარული გუნდის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ განაცხადა.
„ხმები, თითქოს, ვაგნერ გონსალვესთან მოლაპარაკება ჩაიშალა, ტყუილია. მას კონტარქტზე შევუთანხმდით – სამწლიანი კონტრაქტი მას შემდეგ გაფორმდება, როდესაც ბრაზილიელი თავდამსხმელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის. მას გარდა, კიდევ 2-3 უცხოელის ჩამოყვანა გვსურს – ერთი მათგანი ბრაზილიელია“ – ამბობს არჩილ ბერიძე.
საქართველოს პირველ არხთან ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა სხვა სიახლეებიც გაამხილა: „გადაწყვეტილია, რომ ჩვენთან ფიზმომზადების ახალ მწვრთნელი იმუშავებს. ის სერბი სპეციალისტია, რომელიც სერბეთის ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებში მუშაობდა, ბოლოს კი აზერბაიჯანულ „ყარაბახში“ საქმიანობა. ის 1 იანვრიდან შემოგვიერთდება და გვჯერა, რომ მოთამაშეებს საუკეთესოდ მოამზადებს“.