გომთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა
გომთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა

სოფელ გომთან, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, „ნისანის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

შემთხვევის შედეგად შუახნის ქალი გარდაიცვალა და დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის ორი მოზარდი.

შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.