გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის კმ15-კმ38 მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა აკრძალულია
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის კმ15-კმ38 მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ15-კმ38 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

უწყების ცნობით, შეზღუდვის მიზეზი ინტენსიური თოვა და დაბალი ტემპერატურაა.

ამასთან, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.