გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

უწყების ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ამასთან, გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.