გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მოძრაობა აღდგენილია
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მოძრაობა აღდგენილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ცოტა ხნის წინ, საავტომობილო გზის კმ2 მონაკვეთზე გზის სავალ ნაწილზე დიდი რაოდენობით მდინარის წყალი გადმოდიოდა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.