გომბორის საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია დაწესებული
გომბორის საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

ვაზიანი-გომბორი- თელავის საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია დაწესებული. ტერიტორიაზე მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის ნებადართული.

„თოვა შეწყდა, მაგრამ ყინვა იყო და მთელი ღამის განმავლობაში ტექნიკური მარილის დაყრის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობდა. გუშინ დაწესებული შეზღუდვები ამ დრომდე მოქმედებს, მაგრამ იმედი გვაქვს,  ორ საათში შეზღუდვები მოიხსნება”,- განუცხადა პირველ არხს თელავის საგზაო სამმართველოს წარმომადგენელმა, თამაზ აბდულაშვილმა.

გომბორის უღელტეხილისკენ ავტომობილების გადაადგილებაზე კონტროლს საპატრულო პოლიცია ახორციელებს.